
უკრაინაში, ზარინის ნივთიერებით მოწამლული 6 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამხედროები კიევის კლინიკაში მკურნალობენ, რის შემდეგაც მებრძოლები ევროპულ კლინიკებში გადავლენ.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ახლა მიდის ინტენსიური მკურნალობა, დღეში სამჯერ 4-5 სხვადასხვა ხსნარით გადასხმა მიმდინარეობს, კიდევ 2 დღე ვიქნებით აქ და მერე გადავწყვეტთ გადასვლას ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. ჩემმა მეგობრებმა მომიგვარეს ეს ამბავი, ერთ-ერთ კლინიკაში, ეს არ არის სახელმწიფო პროგრამა", - თქვა ნადიმ ხმალაძემ.
ზარინის ნივთიერებით ქართველი სამხედროები ოკუპანტებმა მოწამლეს. მებრძოლები უკვე 1 თვეა მკურნალობის კურსს გადიან, რადგან ნივთიერებამ სამხედროები დაასუსტა და მათი მდგომარეობა აქამდე მძიმედ ფასდებოდა.