"რა თქმა უნდა, რუსეთი 9 მაისით მანიპულირებს და რა თქმა უნდა, თვითგამოცხადებული ქართველი მედასავლეთეებიც 8 მაისით მანიპულირებენ საერთო ჯამში. 9 მაისს რაც შეეხება, ეს არის იმ ხალხის დღეს, რომელთან ერთადაც დღეს ვართ ამ სკვერში, ადამიანების, რომლებმაც ეს გამარჯვება მოიტანეს, რა თქმა უნდა, მათი დღე არის ეს, ის დღე, რომელსაც ისინი ზეიმობენ, ის დღე, როცა მათ მოიტანეს გამარჯვება, არის მათი გამარჯვების დღე და ამ დღეს აღვნიშნავთ, სხვა დანარჩენი ამის გარშემო არის ინსტრუმენტალზირება თვითონ თარიღის და რაღაც დატვირთვის მიცემა თვითონ თარიღებისთვის".
თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 9 მაისთან დაკავშირებით.