
"ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, გამარჯვება მიითვისოს" - ასეთია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა 9 მაისთან დაკავშირებით.
ხრეშატიკზე გადაღებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელებმა გაათავისუფლეს მთელი უკრაინა ნაცისტებისგან და ამიტომ თვლის: "ჩვენ აუცილებლად განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწიდან".
"დღეს ჩვენ ომში ვართ და არავის მივცემთ ჩვენი მიწის ნაკვეთს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც სხვა ხალხებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი ანტიჰიტლერული კოალიციის შემადგენლობაში. და ჩვენ არავის მივცემთ ამ გამარჯვების ანექსიის უფლებას, არ დავუშვებთ ის მიითვისოს...
ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ. თუნდაც ურდოს, თუნდაც ნაციზმის, თუნდაც ამ პირველისა და მეორეს ნაზავის, როგორც ახლანდელი მტერია, წინააღმდეგ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა. იმიტომ რომ ვიღაც ფიურერისთვის იბრძვის, ვიღაც პარტიისა და ლიდერისთვის და ჩვენ კი სამშობლოსათვის",- ამბობს ზელენსკი.
ამავე ვიდეომიმართვაში ზელენსკი უკრაინელებს მიმართვას და ეუბნება, რომ "ჩვენ გამოვიარეთ სხვადასხვა ომები. მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი ფინალი".
ამავე თემაზე: