4 წლის ალისა "აზოვსტალიდან" ევაკუაციისას ოკუპანტებმა დედას დააშორეს - "აზოვი" საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

"აზოვის" პოლკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა 4 წლის ალისა დედას დააშორეს და ქალი ე.წ. ფილტრაციის ბანაკში გადაიყვანეს, ბავშვი კი ზაპოროჟიეში, დანიშნულების ადგილას მარტო გაგზავნეს. მარიუპოლის მცველები მსოფლიო საზოგადოებას ალისას დედის მოძებნას სთხოვენ:

აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ბოლო ევაკუაციის დროს, ოკუპანტებმა დედა და მისი 4 წლის ქალიშვილი ალისა ერთმანეთს დააშორეს. დედა ე.წ. ფილტრაციის ბანაკში დატოვეს თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დღეს, დედის დღეს, ზაპოროჟიეში დანიშნულების ადგილას მხოლოდ ალისა მივიდა. დედის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ვთხოვთ მსოფლიო საზოგადოებას ჩაერთოს და დედა შვილს დაუბრუნოს" | წერს "აზოვის" პოლკი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი