გაიჟღერა, რომ სისხლიც გადაუსხეს. სისხლის გადასხმა თალასემიის დროს, არის მკვლელობა - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კონსილიუმის წევრის, ჰემატოლოგ მარინა აბაშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ პოლიპროფილურ კლინიკაში.

მისივე თქმით, გორის კლინიკა არ არის ის, რაც ამ სიმძიმის პაციენტს სჭირდება.

"დღეს უკვე პაციენტის მდგომარეობას ისეა, ალბათ საჭირო არის, რომ სასწრაფოდ გადაყვანილ იქნას პოლიპროფილურ კლინიკაში. გაიჟღერა ტელევიზიაში, რომ სისხლიც გადაუსხეს. სისხლის გადასხმა თალასემიის დროს, არის მკვლელობა ადამიანის. კანი ხდება მორუხო ელფერის და ეს ჩვენ ვნახეთ სასამართლოზე, რაც მე ვნახე ჩემი თვალით. პრაქტიკულად შეგვიძლია ძალიან დიდი პროცენტით ვთქვათ, რომ ეს არის სასიკვდილო გართულება. რეგულარულად არის სანახავი, მედიით რასაც ვუყურებ და რასაც ვხედავ პროგნოზი არის ძალიან ცუდი და პაციენტი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. გორი არ არის ის კლინიკა, რომელიც სჭირდება ამ დონის პაციენტს,"- ამბობს მარინა აბაშიძე  

ყველა ერთ აზრზეა, აუცილებელია ჩემი სტაციონარში გადაყვანა თუნდაც დროებით, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გვიან ღამით, თავად გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ექიმები მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის აუცილებლობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება ცინიზმით პასუხობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი