
მარიუპოლის მცველი, "აზოვის პოლკის" მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
პალამარის თქმით, ცხედრების გადასვენება ორივე მხარეს სჭირდება ამისთვის კი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა ამოქმედდეს.
"ვითარება ძალიან მძიმეა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ გვაქვს. მოვახერხებთ თუ არა დაჭრილების გაყვანას არ ვიცით. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მოჰყვება თუ არა რაიმე შედეგი ამ მოლაპარაკებებს ან შესრულდება თუ არა ვალდებულებები უცნობია. რთულია ამაზე საუბარი. დაჭრილები დაუყოვნებლივ უნდა გავიყვანოთ, ძალიან ბევრი დაღუპული და დაჭრილი გვყავს, არ გვაქვს შესაძლებლობა დაშავებულებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინოთ. დაღუპულების რაოდენობას ვერ ვასახელებ. დამიჯერეთ საუბარია ასეულობით უკრაინელ ჯარისკაცზე. 600 მებრძოლი კი დაჭრილია. არ ვიცი რამდენი ჯარისკაცის ცხედარია ნანგრევებში მოყოლილი, რუსებსაც სერიოზული დანაკლისი აქვთ. ცხედრების გადასვენება ორივე მხარეს გვჭირდება. ამისთვის კი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა ამოქმედდეს ",- ამბობს სვიატოსლავ პალამარი.
რუსებმა კი აზოვსტალზე შტურმი დღეს ისევ განაახლეს.