ოდესას დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან 4 რაკეტა ესროლეს - სერგეი ბრაჩუკი

გამოქვეყნდა:

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ოთხი საკრუიზო რაკეტა „ონიქსი“ გაუშვეს სამხრეთ უკრაინაში, ოდესის რეგიონში.

„რაკეტები გვესროლეს დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან“, - თქვა მან. 

ბრაჩუკს არ დაუზუსტებია დეტალები იმის შესახებ, თუ სად მოხვდა რაკეტები და არის თუ არა მსხვერპლი.

უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე ბოლო დღეებში რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმების მნიშვნელოვანი მატებაა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი