რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ, სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ - პოდოლიაკის პასუხი პუტინს

გამოქვეყნდა:

"რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ", - ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, პუტინის აღლუმზე სიტყვით გამოსვლას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ნატო რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მომზადებაში დაადანაშაულა.

პოდოლიაკი წერს, რომ პუტინის ქმედება უკრაინაში ი რუსეთის ფედერაციის მტკივნეული იმპერიული ამბიციების გარდა არაფერია.

"ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას, უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა, გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა", - წერს პოდოლიაკი 

 

თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის - ამ სიტყვებით მიმართა პუტინმა 9 მაისის აღლუმზე, წითელი მოედნიდან, თავის სამხედროებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი