კრემლის მარიონეტების "საზეიმო მსვლელობა" უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - "მარშს" წინ პუშილინი მიუძღოდა

გამოქვეყნდა:

წითელი მოედნის პარალელურად, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება იზეიმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. მელიტოპოლში, ხერსონსა და ლუგანსკის ოლქში კრემლის მარიონეტებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს და მარადიული ცეცხლი დაანთეს.

საზეიმო მსვლელობა ჩატარდა მარიუპოლშიც. "მარშს" წინ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი მიუძღოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი