ჩამოვედი ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ "შენ შეგიძლია იგრძნო ევროპა" - შარლ მიშელი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. მიშელმა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ევროპის დღეს ევროპულ ქალაქში ჩავიდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინელებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. 

"მე ჩამოვედი ევროპის დღის აღსანიშნად ოდესაში, ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ "შენ შეგიძლია იგრძნო ევროპა".
და სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს თავის ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან და თავისუფლებას რუსული აგრესიისგან.
შენ მარტო არ ხარ.
ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას",- წერს მიშელი. 

ცნობისთვის, ცხრა მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც 1950 წლის, შუმანის ისტორიული დეკლარაციის აღსანიშნავად დაწესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი