უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ონლაინ ფორმატით "შეხვდა" და უკრაინის მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 8 აპრილს კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს კითხვარი წარუდგინა, რომლის შევსება აუცილებელი ნაბიჯია უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა უკრაინამ 15 აპრილს დაასრულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი