
მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოცნებას პასუხი არ აქვს. რას გეგმავს ხელისუფლება, უნდა გადაიყვანონ თუ არა მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ კლინიკაში, ეთანხმებიან თუ არა ექიმიების უმძიმეს დასკვნებს - კითხვებ ივანიშვილის გუნდის წევრები უპასუხოდ ტოვებენ.
დღეს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არც პრემიერმა, არც პრეზიდენტმა, არც იუსტიციის მინისტრმა და არც "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ არ ისურვა.