"მშვიდობის შანსი არ მოგვეცა" - პუტინი უკრაინაში მოკლული სამხედროს მამას

გამოქვეყნდა:

9 მაისის აღლუმის შემდეგ, პუტინი კრემლში შეხვდა უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროს, ვლადიმერ ჯოგას მამას, არტემ ჯოგას და მისი შვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. გარდა ამისა შვილმკვდარ მამას არწმუნებდა, რომ რუსეთს "სხვა შანსი არ დაუტოვეს"

„თუ იარსებებდა ერთი შანსიც ამ პრობლემის (დონბასის), მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებდით, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა, უბრალოდ არ მოგვეცა“, - თქვა პუტინმა.

ის მოკლული სამხედროს მამას არწმუნებდა, რომ " ბიჭები გმირულად იბრძვიან" და რომ "ყველა გეგმა სრულდება და შედეგიც მიღწეული იქნება".

ვლადიმერ ჯოგა ვოლნოვახაში დაიღუპა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი