2012-2019 წლებში, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქვეყანას 737 ათასი ლარი დაუჯდა - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

2012-2019 წლებში, აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქვეყნის ბიუჯეტს 737 ათასი ლარი დაუჯდა, საიდანაც 492 ათასი ლარი ზურაბ აბაშიძის ანაზღაურება იყო. 2019 წლის შემდეგ, მთავრობა ხარჯებს აღარ ასაჯაროებს.

"ფლანგვის დეტექტორმა" 3-ჯერ გამოითხოვა მთავრობის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია, თუმცა პასუხი არ მიუღია, წერილები “დაიკარგა”. 

ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია 10 დღის ვადაში გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.
ჩვენთვის უცნობია რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის 2019 წლის შემდეგ, ბოლო 3 წლის განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი