"გვაქვს სხვაზე მეტი შანსი" - მდინარაძე EU-ს კანდიდატობაზე

გამოქვეყნდა:

როგორც იცით, კითხვარის ერთი ნაწილი უკვე შევსებულია, ჩაბარებულია და გადაცემულია. მეორე ნაწილი დაანონსდა, რომ ხვალ იქნება გადაცემული. ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი, იმიტომ რომ საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით და ამას აღნიშნავდნენ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენი პარტნიორებიც ყოველთვის. 

თქვენ გახსოვთ, წინა პერიოდი, როდესაც NATO-სთან, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რეფორმებზე იყო ხოლმე საუბარი, საქართველოს ყოველთვის მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერს რეფორმების გატარების საქმეში და ბევრი განცხადება მოგვისმენია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და NATO-სთან, როგორც ესაა დღეს. რა თქმა უნდა, ამას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ასკვნიდნენ და ასეთი განცხადებები ამიტომ კეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, პერსპექტივა რეალურია, ხელშესახები. თუკი ვინმე დღეს იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სამშობლო.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის კითხვარზე და კანდიდატის სტატუსზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი