
"საკმარისია ვიღაცას ჰქონდეს იურიდიული განათლება და იმან ყველაფერი იცის, დიაგნოზიც, მკურნალობაც... მაშინ გამოდის, ექიმები საერთოდ აღარაა საჭირო" - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ტყუილი უწოდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.
"მაშინ გამოდის რომ ამ ქვეყანაში ექიმები საერთოდ აღარაა საჭირო, უნდა გავაუქმოთ ეს დარგი და საკმარისია ვიღაც ადამიანს ჰქონდეს იურიდიული განათლება და იმან ყველაფერი იცის უკვე. დიაგნოზიც, მკურნალობაც და ყველაფერიც. მაშინ რა საჭიროა ექიმები, იმიტომ რომ ექიმები გამოდიან და სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან და გვატყუებენ? თუ რა ხდება? რა შეკითხვები უნდა დაესვათ კიდე იმ ექიმებს, ყველა შეკითხვაზე უკვე პასუხია გაცემული",-თქვა გიული ალასანიამ.