"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუასთვის გაუგებარია რას ნიშნავს, რომ ორგანიზმს საკვების მიღება არ შეუძლია. მისი აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი საჭმელს შეჭამს, ორგანიზმიც მიიღებს. ის "ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, მესამე პრეზიდენტს მოუწოდონ დაიწყოს კვება.
"ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, დაიწყოს კვება, უფრო მეტად იკვებოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი რაც არის, მათ შორის, სეირნობა, აქვს ამის შესაძლებლობა და გამოიყენოს. რთულია მესმის, ადაპტაცია სჭირდება, მას მოუწევს ციხის კედლებში ჯდომა.
ჩემთვის გაუგებარია, ორგანიზმი არ იღებს საკვებს რას ნიშნავს, თუ შეჭამ, მიიღებს, სავარაუდოდ", - თქვა ირაკლი ზარქუამ.
„ენმ" მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით დღეს პარლამენტს მიმართავს. ისინი ითხოვენ მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.