ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების პროცესში ექიმთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების პროცესში ექიმთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართვას ითხოვს. ამ თემაზე დღეს ოპოზიციონერი ლიდერები საგანგებო ბრიფინგსაც გამართავენ. 

დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლებისგან ითხოვენ საქართველოსთან საკონტრაქტო ურთიერთობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულების ექსპერტები მოიწვიონ.

"აბსოლუტურად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიტყვას არ ძრავს საქართველოს ხელისუფლება, გარდა ქილიკისა. ამიტომ დღეს მე მივმართავ, მოიწვიონ ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკიდან, M2-ის კლინიკიდან სპეციალისტები. იმიტომ, რომ ეს არის იოლი გაცილებით ჩვენი ხელისუფლებისთვის, რადგან ეს უნივერსიტეტი თანამშრომლობს საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტთან და შესაბამის კლინიკებთან, კონტაქტები არსებობს და ჩამოიყვანონ ექიმები, თუ არ ენდობიან ქართველ ექიმებს. სასურველია იყოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტები და დაუსვან შეკითხვა: არის თუ არა ეს გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება წამების გარემო და შეუძლია თუ არა ამ გარემოს მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება",- ამბობს თამარ კორძაია. 

ცნობისთვის, ოპოზიციაში, ასევე, ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი