
ლიეტუვას პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ისინი ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დაქირავებულმა სამხედროებმა მასობრივი სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე განსაკუთრებით: ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და გოსტომელში.
პარლამენტის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის სამხედრო დანაშაულები მოიცავს მასობრივ სისასტიკეს, მათ შორის უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციას, წამებას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის, ასევე, გაუპატიურების შემთხვევებს.