გამარჯვებად უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება ჩაითვლება - კულება

გამოქვეყნდა:

გამარჯვებად მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება ჩაითვლება - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოცემა, Financial Times -თან ინტერვიუში ისაუბრა.

დმიტრო კულებას თქმით, თუ უკრაინული არმია დონბასისთვის ბრძოლას მოიგებს, ეს ომში გარდატეხას შეიტანს და რუსული არმიის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც სხვა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას ნიშნავს.

„ომის პირველ თვეებში ჩვენთვის გამარჯვება იყო რუსული ძალების გაყვანა იმ პოზიციებზე, რომლებიც 24 თებერვლამდე იყო დაკავებული და მიყენებული ზიანის გადახდა. ახლა თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვიქნებით სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც გადამწყვეტი იქნება ომის შემდგომი დინამიკისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გამარჯვება ამ ომში იქნება ჩვენი დანარჩენი ტერიტორიების გათავისუფლება" - თქვა კულებამ ინტერვიუში.

მისივე თქმით, უკრაინამ გააფართოვა თავისი საომარი მიზნები, რადგან მათი თავდაჯერებულობა იზრდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი