
მთვრობის ცნობით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.
"სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას", - თქვა ღარიბაშვილმა.
ელჩმა პრემიერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.
კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.