ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი - მეუფე ნიკოლოზი, მესამე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა. მისი თქმით, ბოლო ვიზიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია.

"ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება. დასუსტებულია და მე რაც მომეჩვენა იმას ვამბობ, რამდენ ხანს გაუძლებს ასე არ ვიცი, მე ესეთ რამეს მოვკარი ყური, თუ ეს მისი ჯანმრთელობის ბრალია, ანუ ეს თუ მისგან დამოუკიდებლად ხდება მისი ასეთი დასუსტება მაშინ ეს ძალიან საგანგაშოა, ასევე გამიგია, რომ სპეციალურად აკეთებს ამას და თუ თავად აკეთებს, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვცდილობ ხოლმე ვიმარხულო და ასე არ გამომდის ასე ვერ ვისუსტებ თავს და ამ შემთხვევაში ძალიან დასაფასებელია, მე არ ვიცი ვხედავ რომ ეს ადამიან დნება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი

შეგახსენებთ, იმის მიუხედავად, რომ "ოცნების" ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას უარყოფს, ცინიზმით პასუხობს და ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "თავს იზიანებს", დღეს იუსტიციის მინისტრმა ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტს კლინიკა "ვივა მედში" გადაყვანა შესთავაზა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი