"ის, რაც სააკაშვილს სჭირს, ეს არის წამებით გამოწვეული და იმით, რომ არ უზრუნველყო ხელისუფლებამ ის სათანადო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო ის, რაც ბატონ კობახიძეს სჭირს და ეს სულაც არ არის სირცხვილი, ფსიქოლოგიურ ენაზე ამას ჰქვია „არასრულფასოვნების კომპლექსი“.
ასევე უნდა ვუპასუხო ბატონ სოზარ სუბარს, რომელმაც შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სუიციდის პროგრამით სარგებლობა შესთავაზა.
„ბატონი სუბარი აქ არ არის და გადაეცით, რომ არსებობს ძალიან კარგი პროგრამა - „ალკოდამოკიდებულების პროგრამა“ და ვფიქრობ, ამით ბატონმა სუბარმა უნდა ისარგებლოს"
განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა ანი წითლიძემ "ოცნების" დეპუტატების პასუხად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. წითლიძეს ამ განცხადების გამო, მიკროფონი გამოურთეს.