
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ დარჩება "უკრაინის მტკიცე მეგობარი, რადგან ის აგრძელებს გმირულ ბრძოლას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ".
„ჩვენ არ ვიყოყმანებთ და არ დავნებდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება“, - თქვა ჯონსონმა.
„ეს ქვეყანა უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ სათავეში ჩავუდექით პუტინის სასტიკ თავდასხმაზე პასუხის გაცემის პროცესს, მსოფლიო გავაერთიანეთ მისი აგრესიის წინააღმდეგ და რუსეთს სადამსჯელო სანქციები დავუწესეთ“,- აღნიშნა ჯონსონმა.
ცნობისთვის, დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალი პარლამენტში სიტყვით გამოვა, რაც ბრიტანეთის პარლამენტის მთავარი საზეიმო ღონისძიებაა. დედოფლის გამოსვლა, კი მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც სამეფო, ასევე, პოლიტიკურ კალენდარში.
ეს ასევე მონარქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვალეობაა და სხვა თემებთან ერთად, ეთმობა მთავრობის საკანონმდებლო დღის წესრიგის გაცნობას, ამიტომ მის შინაარსზე კანონმდებლები დღეების განმავლობაში მწვავედ კამათობდნენ.