
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ბელარუსს რაკეტების წარმოებაში დაეხმარება.
"პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დიმიტრი როგოზინს დაავალა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჩვენი მხარდაჭერა. საუბარი არ არის ახალი ველოსიპედის შექმნაზე, გამოვიყენებთ რუსეთის ფედერაციის დეველოპერებს, რაკეტოლოგების გამოცდილებას, რომლებმაც შექმნეს ისკანდერი. ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან“, - ამბობს ლუკაშენკო
მისივე თქმით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ნათელი მაგალითია იმის, რომ დაკისრებული ამოცანების გადაჭრა მხოლოდ თანამედროვე, მაღალეფექტური იარაღითა და ძლიერი ტექნიკითაა შესაძლებელი.