"ქართული ოცნება" ანტიამერიკულ კამპანიას იწყებს. მმართველი პარტიის ლიდერები საკუთარი პატრონის დასაცავად ერთიანდებიან და ღიად უპირისპირდებიან ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პარტნიორს. ირაკლი კობახიძემ დღეს პირდაპირ დასვა კითხვა შეერთებული შტატების როლზე ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ პრობლემებში. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სწორედ ვაშინგტონშია ორგანიზებული კამპანია, რომლის მიზანია აიძულოს ივანიშვილი იმოქმედოს დასავლეთის ინტერესებში.
კობახიძის შეთქმულების თეორიის მიხედვით ოლიგარქს ამერიკა, უკრაინა და ქართული ოპოზიცია უპირისპირდებიან და ამ კამპანიაში ახლა ახალი მოთმაშე "კრედიტ სუისი" გამოჩნდა. შვეიცარიული ბანკის მიერ 500 მილიონის დაბლოკვა იმ მოლოდინით, რომ ქართველ ოლიგარქს სანქციები ემუქრება - არის "ქართული ოცნების" მიერ დანახული სცენარი, რომლის მიზანი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ირაკლი კობახიძის თქმით - საქართველოს ომში ჩართვაა.