სახალხო დამცველის აპარატის მომზადებული ანგარიშის წარდგენისას ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი და მეორე მხრიდან, ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია დაუპირისპირდნენ.
სახალხო დამცველის ანგარიშის ერთ-ერთი უმთავრესი თემა 20 ივნისის საქმეა, რასაც ცხარე კამათ მოჰყვა. სალომე სამადაშვილმა დასკვა შეკითხვა, თუ ვინ გასცა რეზინის ტყვიების დაშენის ბრძანება მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ასევე დასვა გიორგი რურუას საკითხიც. ამ კითხვების შემდეგ, სოფო კილაძე და ადა მარშანია აცხადებდნენ, რომ ოპოზიციას ადამიანის უფლებებზე კითხვების დასმის მორალური უფლება არ გააჩნია.
არის თუ არა სახელმწიფოს მიტაცება და ჩამოშლა, როცა პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ არ აინტერესებს, გამოიძიოს, ვინ გასცა ბრძანება და თქვენს ანგარიშში გვეუბნებით, რომ ეს გამოძიება შეჩერებულია. გამოდის, რომ ვიღაცას შეუძლია ისროლოს დათვზე მონადირის ტყვია, ისე, რომ არავინ გამოიძიოს, ვინ გასცა ამის დავალება, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ტრიბუნიდან მიუთითა სამადაშვილს, რომ მას და მის პოლიტიკურ ძალას სხდომათა დარბაზში შესვლისაც კი უნდა შერცხვენოდათ.
ისე შორს ხართ ადამიანის უფლებებისგან უფლებებისგან, როგორც საქართველო და ჩრდილო კორეა, - თქვა მან.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა "ნაციონალური მოძრაობას" პოლიტიკური ხარაკირის გაკეთებისკენ მოუწოდა და გამოთქვა აზრი, რომ ამ პარტიის ყველა წარმომადგენელი ციხეში უნდა იჯდეს.