
კრემლი უკრაინაში საბრძოლველად 18 წლის ბიჭებს გზავნის. ერთ-ერთი მათგანი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა.
2004 წელს დაბადებული ახალგაზრდა თავადვე ადასტურებს, რომ უკრაინაში ბრძოლისთვის არა მხოლოდ რუსი ოფიცრები და გამოცდილი სამხედროები, არამედ მის მსგავსად ბევრი ბავშვია გაგზავნილი.
"2004 წელს ვარ დაბადებული. უკრაინაში გამომგზავნეს საომრად. 7-ში მივიღე დაზიანება, ხელზე მაქვს ჭრილობა. 2 დღე ტყეში ვიყავი, შემდეგ უკრაინელ სამხედროებს ჩავბარდი რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარებას აღმომიჩინეს და მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მინდა, რუსულ მედიას მივმართო, რომ აეხილოთ თვალი და გაიგონ, რომ აქ ოფიცრების და გამოცდილი სამხედროების გარდა, ჩემსავით ბავშვებიც იბრძვიან", - ამბობს სამხედრო.