რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკის 2 რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლავიანსკის ორ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.

"11 მაისის დილას მტერმა რაკეტები ესროლა ქალაქის ორ უბანს. საბედნიეროდ, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზარალი ზუსტდება", - დაწერა ლიახმა Facebook-ზე. 

შეგახსენებთ, გუშინ, 10 მაისს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, სამი კი დაჭრეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი