
"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს თავდებობა, "მით უმეტეს ადამიანის უფლებების დამრღვევი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან", არ სჭირდება.
"რისი თავი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" არ ვიცი, რომ თავდებში ჩაუდგეს ვინმეს, მაგრამ ის, რის თავდებშიც "ნაციონალური მოძრაობა" დგება, უკვე არსებობს, როგორც სტატუს კვო, შესაბამისად, ნუ შეწუხდებიან, არ არის საჭირო დამატებით თავდებობა, სააკაშვილი უკვე საქართველოშია, პატიმრობაშია, წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე და მისი უფლებები, როგორც პატიმრის, ადამიანის უფლებები იქნება დაცული, ამას არაფერი განსაკუთრებული თავდებობა, მით უმეტეს ადამიანის უფლებების დამრღვევი პარტიის მხრიდან, არ სჭირდება", - თქვა თალაკვაძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 მაისს პარლამენტს მიმართა მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით. პარტია ითხოვს, მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.