ენმ დღეს დაარეგისტრირებს ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დღეს დაარეგისტრირებს ინიციატივას დეპუტატების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის თავდებობაზე, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ეს ინიციატივა დღესვე გაეგზავნება იუსტიციის მინისტრს.

"გუშინ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" თაოსნობით დავაყენეთ შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით მისი ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე, იმიტომ, რომ აქ ადგილზე მას არ მიეწოდება ნორმალური სამედიცინო სერვისი, ეს არ გახლავთ მართლმსაჯულებაზე თავის არიდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოწვეული შუამდგომლობა. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ერთპარტიული ინიციატივა, მას შეუერთდება როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლები, ვინაიდან ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ვადით არჩეული პრეზიდენტის სიცოცხლეზე, აქედან გამომდინარე, ეს არის საქვეყნო საქმე და მე მგონია რომ მას შეუერთდება ძალიან ბევრი. დღეს დარეგისტრირდება ეს ინიციატივა და გაეგზავნება იუსტიციის მინისტრს ჩვენი ფრაქციის სახელით", - თქვა ეკა ხერხეულიძემ. 

დეპუტატმა იუსტიციის მინისტრის პოზიციას უპასუხა და თქვა, რომ ანტიკონსტიტუციური არა თავდებში ჩადგომა, არამედ იმის ჩვენება, იყო, როგორ მიათრევდნენ მიხეილ სააკაშვილს ძალის გამოყენებით, ასევე, როგორ დაუმძიმეს კიდევ უფრო ჯანმრთელობის მდგომარეობა გლდანის ციხეში გადაყვანით.

"ლელო" ამბობს, რომ ინიციატივა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რადგან ამას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის თქმით, ამას ვერ გაიზიარებს. 

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თავდებობაც და სხვა ყველა საშუალება გამოიყენონ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი