ივანიშვილმა 2012 წელს თავი გადადო, მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გარკვეულ "კოორდინირებულ მოქმედებებს" ჰქონდეს ადგილი. მან მაგალითად ადვოკატის განცხადებაში მოხსენიებული "უცნაური დამთხვევებიც" დაასახელა. 

მდინარაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს "საკუთარი თავი გადადო" და მატერიალური მიმართულებით მის "შანტაჟშს" აზრი არ აქვს.

"როგორც ჩანს ამ საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო, იმიტომ, რომ ასევე ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან აწყობდა ამ თემის აქტუალიზაცია, იმიტომ, რომ გუშინ ყველა მათი მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა და ვფიქრობ, რომ რადგან ეს ასეა, ვერსიას, რომ კოორდინირებულ მოქმედებას აქვს ადგილი, არსებობის უფლება და გარკვეული ლეგიტიმაცია აქვს.

მაგრამ, თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, მე არ ვიცი, რომელიმე მიმართულებით ხელს ვერ გავიშვერ, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე თუ ვინმეს აინტერესებს, რომ რაღაც სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა და ასე შემდეგ, დაბეჯითებით, დარწმუნებით, გარანტირებულად შეგვიძლია ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება და ხელისუფლება უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა", - თქვა მდინარაძემ. 

მისივე თქმით, მათ ამ პოლიტიკას და სურვილს გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი