
რუსი ჰაკერები Starlink-ის სისტემის გატეხვის მიზნით ძალისხმევას აძლიერებენ - ამის შესახებ ილონ მასკი Twitter-ზე წერს.
"სტარლინკი აქამდე უმკლავდება რუსული კიბერომის მცდელობას, ჩაახშონ და გატეხონ სისტემა, მაგრამ ისინი ძალისხმევას აძლიერებენ", - წერს მასკი.
ცნობისთვის, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა 26 თებერვალს ილონ მასკს სთხოვა, უკრაინაში Starlink-ის სადგურები გაეგზავნა სატელიტურ ინტერნეტზე წვდომისთვის. მასკი აღჭურვილობის მეორე დღეს დათანხმდა, ხოლო სატელიტური სადგურების პირველი პარტია ქვეყანაში 28 თებერვალს ჩავიდა. უკრაინას უკვე 10 000 სატელიტური ინტერნეტ სადგური აქვს და ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
Starlink ამერიკული კომპანია SpaceX-ის პროექტია, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფართოზოლოვანი ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს.