
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე არ აპირებს მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს, თუმცა მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ:
„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. რესპუბლიკური პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ,"- განაცხადა სამნიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დღეს დაარეგისტრირებს ინიციატივას დეპუტატების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის თავდებობაზე, რომ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ეს ინიციატივა დღესვე გაეგზავნება იუსტიციის მინისტრს.