წინასწარ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავის ფეხით ციხეში, დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება...- კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩაჯდომის შემდეგ "სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური დაზიანება" დაიწყებოდა.

"ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იძენს უკვე, ყველამ წინასწარ ხომ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავის ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ ძალიან მარტივად ეს სცენარი ვითარდება, თვითდაზიანებაზე თვითონაა პატიმარი პასუხისმგებელი, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ისინი არიან პასუხისმგებელი შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის სამედიცინო მომსახურებაზე, ბუნებრივია ყველა უწყება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით ამ სიმულაციებს და სპეკულაციებს წარმატება ვერ ექნება. კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით. ის ენმ-ს ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომ დეპუტატები მესამე პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ:

"ეს იგივეა მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს, ცნობილი გამოთქმაა, დაახლოებით იგივეა. ნაცმოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, სასაცილოა რბილად რომ ვთქვათ, მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ეგ კიდევ ცალკე თემაა და საკითხავია", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ასეულობით პატიმარია იგივე, ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ომბუდსმენი "ერთადერთი პატიმრით არის დღემდე დაინტერესებული". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი