რომის პაპი "აზოვსტალის" მცველების ცოლებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

რომის პაპი ფრანცისკე, აზოვსტალის მცველების ცოლებს შეხვდა - მედიის ინფორმაციით, ფრანცისკემ ორი მებრძოლის ცოლი ვატიკანში დღეს მიიღო.
ჯარისკაცების მეუღლეებმა, ეკატერინამ და იულიამ თავად მისწერეს წერილი რომის პაპს თავიანთი ქმრების შესახებ და მისგან პასუხად, შეხვედრის მიწვევაც მიიღეს.
აზოვსტალის მცველების ოჯახის წევრები, ცოლები, შვილები, აქტიურად ავრცელებენ ვიდეომიმართვებს, წერილებს და საერთაშორისო საზოგადოებას ჯარისკაცების გადარჩენასა და მათ ევაკუაციას სთხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი