დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დიმიტრი შაშკინი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებს. 

მისი თქმით, განათლების სამინისტრომ შპს "ედუ გრუპს" ტენდერის გარეშე გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიას საჯარო სკოლებში იურიდიული მომსახურების გაწევა დაევალა. შაშკინის მტკიცებით, აღნიშნული კომპანია "ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის, თათია ზარქუას კუთვნილებაა და სწორედ ამიტომ გაუფორმეს მას 21 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება.

ერთ-ერთ კომპანიას, რა თქმა უნდა, არც ტენდერით, არც შეჯიბრობითობის პრინციპით, დაუდო 2,200-მა სკოლამ ხელშეკრულება. 21 მილიონი ლარი არის წაღებული ამ ფირმების მეშვეობით განათლების სისტემიდან 7 წლის განმავლობაში, - აცხადებს შაშკინი.

განათლების ყოფილმა მინისტრმა მოსწავლეების მშობლებსაც მიმართა. მისი აზრით, როცა მშობლებს სკოლები სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისთვის ფულის შეკრებას დაავალებენ, მათ უნდა გაიხსენონ, რაში დაიხარჯა მათი შვილების განათლებისთვის გამოყოფილი 21 მილიონი ლარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი