კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური გადაწყვეტილებაა, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მისი მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასება - დეგნანი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობის შეფასება ისეთი ექიმების მხრიდან, რომელსაც ყველ ენდობა.

მისივე თქმით, ასევე მთავარია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ყველა სახის საჭირო სამედიცინო დახმარება.

"მთავარი რაზეც უნდა ვილაპარაკოთ არის ადამიანის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება, ეს უნდა იყოს ფოკუსი. მისი კერძო კლინიკაში გადაყვანისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის იქ შეფასების გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მისი მდგომარეობის მიუკერძოებელი შეფასება იმ ექიმების მიერ, რომელსაც ყველა ენდობა. თუმცა ყველზე მთავარია ადამიანის ჯანმრთელობა და მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მსგავს მდგომარეობაშია, მიიღოს ყველა სახის საჭირო სამედიცინო დახმარება",-თქვა კელი დეგნანმა.

მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივა მედში სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი