
Pussy Riot-ის წევრი, მარია ალიოხინა რუსეთიდან კურიერის ფორმაში ჩაცმული გაიპარა და ლიეტუვაში გადავიდა.
ალიოხინა გასულ წელს ე.წ. სანიტარულ საქმეზე დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში მარია ალიოხინა ხალხს 23 იანვარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდა. ბრალდება ამტკიცებდა, რომ ალიოხინას მოწოდებამ კორონავირუსით მასობრივი გავრცელების საფრთხე შექმნა. მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს. ამის შემდეგ, ალიოხინამ პროტესტის ნიშნად, ელექტრონული სამაჯური გადაჭრა და სახლში მისჯილ 18:00 საათზე არ დაბრუნდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, მას პირობითი სასჯელი საპატიმროში სასჯელით შეეცვალა და 21 დღე ციხეში უნდა ჩაესვათ.
New York Times-თან ინტერვიუში მან მოყვა, რომ გაქცევა სწორედ ამის გამო გადაწყვიტა. მედიის ინფორმაციით, ალიოხინამ ქვეყნის დატოვების დღეს, სახლიდან გასვლისას, კონტროლის თავიდან ასაცილებლად ტელეფონი თან არ წაიღო. გამოცემა წერს, რომ ბელარუსის საზღვართან ის მეგობარმა მიიყვანა, ამის შემდეგ კი ის ლიეტუვის საზღვრამდე მივიდა.
New York Times-ის ცნობით, მარია ალიოხინა, უკრაინის დასახმარებლად ფულის შეგროვების მიზნით, Pussy Riot-ის სხვა წევრებთან ერთად ტურნეს გეგმავს.