"არსებობს პრინციპები და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრინციპები... შენს გვერდით ვარ" | ნიკა მელია ნიკა გვარამიას

გამოქვეყნდა:

"არსებობს პრინციპები და არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ პრინციპები... შენს გვერდით ვარ" - ასე მიმართავს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ნიკა გვარამიას.

არსებობს პრინციპები და არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ პრინციპები;

ადამიანები რომლებიც განასახიერებენ პრინციპულობას და შეუპოვრობას; ადამიანები რომლებიც არ იღებებენ მოცემულობას, არც მაშინ როდესაც მოცემულობა კომფორტულია და არც მაშინ როდესაც არ არის...

და არსებობს ნიკა გვარამია, რომელიც ყველაფერ ამას განასახიერებს.

ვინაა და როგორია ეს ადამიანი, მივხვდი 2008 წელს, როდესაც სწორედ მისი გადაწყვეტილებით დავიწყე მუშაობა იუსტიციის სამინისტროში. მაშინ პირადად საერთოდ არ ვიცნობდი.

ამ გადაწყვეტილებამდე კი, მას, როგორც მინისტრს მაგიდაზე დაუდეს უარყოფითი დასკვნა ჩემზე და არ ურჩევდნენ ჩემს დანიშვნას, ჩემი მოქალაქეობრივი, ოპოზიციური განწყობების გამო.

ბევრი მაშინდელი მინისტრი, მინიმუმ თავს არ აიტკივებდა, ის კი არ მოერიდა არც ჩემს ოპოზიციურ განწყობებს და არც იმ ფაქტს, რომ რამდენიმე თვის წინ, საჯარო სამსახური დატოვება სწორედ პოლიტიკური მოსაზრებების გამო მომიწია.

აი პირველად მაშინ ჩამომიყალიბდა ამ ადამიანზე აზრი, რომელიც დღემდე არ შემცვლია...

მას მერე კი ვინ მოთვლის რამდენჯერ მინახავს მისი პრინციპულობა, შეუპოვრობა, უდრეკობა და დღეს, როდესაც პრინციპზე და ბრძოლაზე მიდგება საქმე, მე ვიცი, ვინ შემიძლია ვიგულო გვერდით;

ნიკა გვარამია, შენს გვერდით ვარ - მიზანია მთავარი..., - წერს მელია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი