საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა მედში" ამ დრომდე არ გადაუყვანიათ. სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და მიხეილ სააკაშვილისთვის პალატაც მოამზადეს, მე-5 სართული ფაქტობრივად მთლიანად დაცარიელებულია.
მესამე პრეზიდენტის გადაყვანას კლინიკასთან ელოდებოდნენ ოჯახის წევრები, ექიმები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები, თუმცა ადგილზე მისულ პენიტენციური სამსახურის ავტომობილში მესამე პრეზიდენტი არ აღმოჩნდა.
"დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ჩემთვის რჩება გადაყვანა, იმიტომ, რომ ექიმების აზრი, მათ დასკვნაზე დაყრდნობით, მე ვფიქრობ, ეს აუცილებელი გახდება. ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც მისი გამოკვლევა უნდა მოხდეს. გუშინ ვნახე თვითონ, ჩემი თვალით და ვხედავ, რომ სუსტადაა, წონა დაკლებული აქვს, უჭირს სიარული. ვიცი, რომ ბევრი დიაგნოზი აქვს და ამ ყველა დაავადების აქ განკურნება, არა მარტო ამ კლინიკაში, საერთოდ საქართველოში არ შეიძლება მე რამდენადაც ვიცი, ამიტომაა აუცილებელი მისი გაყვანა", - თქვა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, გუშინ, როცა კლინიკაში მესამე პრეზიდენტის გადაყვანას ელოდნენ, ერთ-ერთი სართულიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები იმსოდა.
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი.