რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი სარაკეტო სისტემა "ურაგანიდან" დაბომბეს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა.

"დილით ოკუპანტებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ზელენოდოლსკის თემს "ურაგანებიდან". სწორედ მაშინ დაარტყეს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია. განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი", - დაწერა მან Telegram-ზე.

ამასთან, კრივოი-როგის სახმედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა თავის Facebook-ზე დაწერა, რომ დაბომბვები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. ოკუპანტებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღები - ე.წ. ფოსფორის ბომბები და კასეტური საბრძოლო მასალა.

"კრივოი-როგში სტიუაცია სრულად კონტროლდება. ღამის განმავლობაში ორკები ბომბავდნენ კონტაქტის მთელ ხაზს, მათ შორის აკრძალული ფოსფატისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენებით", - თქვა მან.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე კასეტური ბომბების გამოყენებით თავდასხმა რამდენიმე დღის წინაც განახორციელეს. მაშინ დაბომბვის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი