
უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსი დამპყრობლების პონტონური გადასასვლელები გაანადგურეს. ბელოგოროვკა ახლა უკვე ლუგანსკის ოლქის ფორპოსტია, სადაც რუსები მდინარის გადალახვას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსები სევეროდონეცკისა და რუბეჟნოეს სრულად მიტაცებას ცდილობენ და სურთ, ლუგანსკის ოლქი დანარჩენ უკრაინას მოწყვიტონ.
"რაშისტები ჯერჯერობით მდინარის გადალახვას ვერ ახერხებენ. მხოლოდ თევზებს კვებავენ საკუთარი თავებით. ჩვენი მებრძოლები ბუზებივით კლავენ მათ. ვერც მთავარი გზა ჩაიგდეს ხელში და 7-კილომეტრიან მონაკვეთს შორიდან ესვრიან. ასევე, ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა. საწყობებში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარება დარჩა. არ მუშაობს არც მობილური კავშირი. ამ ყველაფრის გამო, შეუძლებელია ხალხის ევაკუაციაც", - ამბობს გაიდაი.