"ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა - გიული ალასანია ზარქუაზე

გამოქვეყნდა:

ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან "ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა - მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია "ოცნების" დეპუტატ ზარქუას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი "ტიპად" მოიხსენია. ზარქუა გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მესამე პრეზიდენტმა ვივა მედში გადაყვანის შემთხვევაში ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და პირად ექიმთან კონტაქტი ითხოვა

"გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან "ტიპად" იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ." ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში დღეს დილით გადაიყვანეს, თუმცა იყო მოლოდინი, რომ ჰისპიტალიზაცია რუსთავის ციხიდან გუშინ, გვიან ღამით უნდა მომხდარიყო, რის გამოც, კლინიკასთან შეიკრიბნენ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი