ბაღის ასაშენებლად მოგვცეს ყველაზე ძვირადღირებული მიწის 3 ჰექტარი - მაქარაშვილი ბუჩას მერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, წერს, რომ ქალაქ ბუჩას მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ცენტრალურ სკვერთან ბუჩას მერიამ მიწა გადასცა, სადაც აპირებს, რომ ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღი ააშენოს.

"ყველაფერზე შევთანხმდით.

მოგვცეს ყველაზე ძვირადღირებული მიწის 3 ჰექტარი ცენტრალურ სკვერთან, ტბის სიახლოვეს, რეგიონში საუკეთესო სკოლის და ბაღის ასაშენებლად.

ფოტოზე რომ კაცს ხედავთ, ბუჩას მერია, წამით რომ არ დატოვა ქალაქი და ყველა ბუჩელს რომ ოჯახის წევრივით უყვარს ის კაცი! სულ გულში მკოცნა, მარტო ქართველებს მოგივათ ეგეთი იდეებიო. ახალ შენობებს ქართულ ზღაპარს დავარქმევთო", - წერს გიგა მაქარაშვილი. 

13 აპრილს მაქარაშვილმა სოციალური ქსელით მოქალაქეებს შესთავაზა, რომ ერთობლივი ძალებით ბუჩაში საბავშვო ბაღი აეშენებინათ. მოგვიანებით მან გამომცემლობებსაც სთხოვა დახმარება, რომ ბაღისთვის, უკრაინულ ენაზე, საბავშვო ლიტერატურა გამოეცათ. აქტივისტი ამბობს, რომ თანხის შეგროვებას ნებართვის მიღებისა და პროექტის დამტკიცების შემდეგ დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი