
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
კითხვას - მიესალმებიან თუ არა პუტინის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ ის მოინანიებს, ჯონსონმა ასე უპასუხა:
"მოკლე პასუხი არის - არა. ამასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია მკაფიოა... მონანიება ძალიან რთული იქნება ვლადიმერ პუტინისთვის... ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ახლა უბრალოდ ვერ ვხედავ, როგორ შეგვიძლია პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზება", - ამბობს ბორის ჯონსონი.
მისივე თქმით, მსოფლიო 2014 წლის მოვლენების განმეორების რისკი წინაშეა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
"თუ უკრაინელები ახლა პუტინთან რაიმე სახის გარიგებას დადებენ, რისკი არის ის, რომ [პუტინი] ზუსტად იმავეს გააკეთებს და მათ ეს იციან", - ამბობს ჯონსონი.