
რუსეთმა "საპასუხო სანქციები" დაუწესა 31 ენერგოკომპანიას, მათ შორის "გაზპრომის" ყოფილ შვილობილ კომპანიებს.
"შავ სიაში" მოხვდნენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და სინგაპურის ენერგო კომპანიები. სიაშია არიან გაზის შენახვის უმსხვილესი ოპერატორი ევროპაში Astora და Wingas/WIEH/WIEE ჯგუფიც, რომელიც ფლობს კონტრაქტების პაკეტს რუსული გაზის მიწოდებაზე.
კრემლის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქცირებულ კომპანიებთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება ეკრძალებათ.