დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები გავა - კარლ ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰალცერი კახეთის რეგიონში იმყოფება. ელჩმა ის პროექტები დაათვალიერა, რომლებიც რეგიონში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

ჰარცელმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გარანტირებული არაფერია, თუმცა იგი დარწმუნებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნება. მისი თქმით, ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პროცესს ყველა მხრიდან და ეს არის ის საკვანძო პოზიტიური ზეგავლენა, რომელსაც ადგილი ექნება ამ ცვლილებების მიღებით. 

8 მარტის შეთანხმების კომენტირებისას ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნებს ისინი ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ყველა მხრის მიერ უნდა იყოს აღებული. ელჩი აცხადებს, რომ არჩევნები მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს და უნდა იყოს ისეთ გარემოში ჩატარებული, რაც ამ მაღალი ნდობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ჰარცელი ამბობს, რომ ყველას პასუხისმგებლობაა შესაბამისი გარემოს შექმნა, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად და იმ გაურკვევლობის ირგვლივ, რაზეც მხარეები არ არ თანხმდებიან, საჭიროა მუშაობის გაგრძელება. 

ელჩის თქმით, როდესაც რაიმე ცვლილებაა მისაღები, კონსტიტუციური, ან საკანონმდებლო, მნიშვნელოვანია ამ პროცესის მაღალი ლეგიტიმაცია და ასევე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი