ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საზღვრებს აფართოებს. გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება - შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრები ხდებიან. ეს ფაქტი რუსეთისთვის მორიგი გეოპოლიტიკური კატასტროფაა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა.
სამხედრო მოქმედებებში სრული მარცხის გარდა ახლა კრემლი იღებს იმის საპირისპიროს, რისთვისაც თითქოსდა ომს იწყებდა - ნატო კი არ შორდება, არამედ უახლოვდება რუსეთს.
ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით რუსეთი ჩრდილოეთში და ბალტიის ზღვაში მნიშვნელოვანი სამხედრო პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.