
რუსეთი კიდევ ერთ ხომალდს ემშვიდობება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული UNIAN საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გემს ზმეინის კუნძულის მახლობლად, უკრაინული „ნეპტუნი“ ესროლეს. გემს კუნძულზე გადაჰქონდა შეიარაღება, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემები.
BlackSeaNews-ის მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო განმარტავს, რომ გემს რაკეტის დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. გემი "ვსევოლოდ ბობროვი" (Всеволод Бобров) შედიოდა შავი ზღვის ფლოტში.